რატომღაც მომინდა რაღაცის წერა და გამომდინარე იქედან რომ არ ვიცი რა დავწერო, საერთოდ დავწერ იმას რა ფიქრებიც თავში მიტრიალებს ახლა….
მომენატრასავით ბლოგი და შემოვიხედე. არაფერია ახალი… ან რა იქნება მე თუ არ დავწერ? ეხლახანს შევიხედე ფორუმზე და სათაური მომეწონა, სადაც ერთ–ერთ თემაშია სიტყვა “ცარიელი” გამოყენებული. ხოდა ახლაღა მივხვდი როგორც ვარ. ეს 1 თვეა დაახლოებით ვფიქრობ რატო ვარ ასე და ახლა მივხვდი, დავცარიელდი თურმე. არადა ახალი წელი, შობა, ნათლისღება… რა გინდა 1 თვეში მეტი ადამიანს? არადა მე მაინც ასე ვარ, აი ასე, რაღაც ცარიელი…
არაფერი არ ხდება ირგვლივ. ისევ სიცარიელე. ვწუწუნებ ხო? ხოდა ვჩუმდები, მორჩა. და დავწერ ახლა ბოლო–ბოლო რაღაც მაინც ხოა რაც მახარებს? ხოდა პირველად ცხოვრებაში, სარკეში ჩახედვისას რაღაც მიხარია და ეს რაღაც ჩემი თვალის ფერია. ხო, სათაურშიც დავწერე რაღაც უცნაური სიტყვა და ეს არავის მოუგონია მგონი სხვას 🙂 აშკარად მე გამოვიყენე პირველად 😉 ხოდა, სათვალე გადავაგდე. რაც მართლა ძალიან მახარებს და გავმწვანთვალისფერდი. ჩემს მეგობარ ბლოგში ახალი წლის საჩუქრების ჩამონათვალი იყო Taboo–ს მიერ დაწერილი, მაგრამ ჩემი საახალწლო საჩუქარი ვერსად ვიპოვე 😉 მე მწვანე ფერის კონტაქტური ლინზა მივიღე საჩუქრად და ეს მახარებს. ერთფეროვნებაში მწვანე ფერი შევიდა და… მეც გავმწვანთვალისფერდი 😉
ვისაც ჩემი ბუნებრივი თვალის ფერი ახსოვს, როგორია? 🙂
P.S: რაღაც არეული ბლოგია, მარა მთავარია ახალია 😉
Leave a comment