Feeds:
Posts
Comments

Archive for November, 2009

აღარ მინდა ჩემი მკითხველი დავამძიმო ჩემი პოსტებით და ვეცდები ცოტათი გაგამხიარულოთ 🙂

მოკლედ, გერმანიაში ყოფნამ გაამართლა იმ კუთხით, რომ ძალიან საყვარელი ადამიანები შემძინა ცივმა Deutschland- მა. საუკეთესო წლები გავატარე იქ და დღეს სასიამოვნოდ რომ მახსენდება თითოეული დღე, ამ გოგონების დამსახურებაა…

nincho, me, tea da nancho

დავიწყებ ჯერ იმით, რომ ჩემი ეგოიზმი ყველაზე ნათლად ნინის გერმანიაში წაყვანამ გამოავლინა. ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, არ მახსოვს როდის და როგორ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და გერმანიაში მის გარეშე ყოფნა გამიჭირდა. და ყველაზე ბედნიერი ვიყავი 2006 წლის 14 იანვარს, ფრანკფურტის აეროპორტში დიდ სიხარულს რომ ვერ ვმალავდი და სიხარულისგან ვკიოდით 🙂 თუმცა მანამდე იყო ნანჩო, თეა, ნონა (ჯერ ისევ იქაა და ყველას გვენატრება)… დღეს მე და თეა დავდივართ ხან ნანასთან, ხან ნინისთან და ვცდილობთ გამოცდილება მივიღოთ, რომ მომავალი დედობისთვის სათანადოდ მოვემზადოთ 🙂 თუმცა მაღვალაკობისთვის და ანცობისთვის დროს მე და თეა ყოველთვის ვნახულობთ 🙂 ამას სურათებითაც მიხვდებით.

როგორ ვუკბინეეეე
მიყვარს რბილი ხორციიიი

მოკლედ, რაღაც სხვა თემა მინდა თვალში მოხვდეს მკითხველს ბლოგზე შესვლისას და ვეცდები ოდნავი ღიმილი მაინც მოგანიჭოთ 🙂

ამ სურათებში ნინის მეორე ვაჟკაცია, სანდრიკა. პირველი ჩემი ნათლულია. ჩემი აკუნა, ჩემი სიცოცხლე და მე და ნინის ოცნების ასრულება…

მიყვარხარ ნი...

მოკლედ, ერთ დღესაც გადავწყვიტეთ მე, ნინიმ და თეამ ნანჩოს პატარა ვაჟკაცი, ჩემი პროფესორა მოგვენახულებინა. უკვე 2 თვის პატარა ნინის პატარა სანდრიკაზე მაღალია 😉 აჰა სურათიც 😉
პროფესორა და გიორგუნა
აბა რომელია სანდრიკა და რომელი პატარა გიორგუნა?
me, nancho da patara giorgiესეც მე, ნანჩო და პატარა გიორგუნა, პატარა პროფესორა 🙂

თავიდან ძლივს მიგნებულ მისამართს შედარებით იოლად მივაგენით და დაიმედებულებმა მეექვსე სართულზეც ავაჭერით უკითხავად 🙂 კარებზეც სავარაუდოდ რომ გამოვთვალეთ ის იყო რომელ ნომერსაც ვეძებდით, დავაკაკუნეთ და კარი შუა ხნის ასაკის ქალმა გაგვიღო და შუქის აუნთებლად და სახეების დაუფიქსირებლად შეგვიპატიჟა სახლში. თეა პირველი შევიდა, მიყვა ნინი და ამ დროს ნანას ხსენებაც არაა, ჩემს დას გონება გაუნათდა და იხუმრა, ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდებით მგონი, იკითხეთ სად მიდიხართო. ეს ქალი კიდე ისე თბილად გვეპატიჟებოდა, მოგვერიდა უარის თქმა. ბოლოს ნანა რომ ვიკითხე, ამ ქალმა არავინაა ასეთიო და ჩვენმა სიცილმა აიკლო ყველაფერი. დაახლოებით 2 საათი გვეყო სასაცილოდ ეს თემა.

მერე იყო ბევრი სითბო და სიყვარული. მონატრება და ერთად ყოფნით დატკბობა. მე ბევრს ვერ დავწერ მათზე. ერთადერთი იმის თქმა შემიძლია რომ თითოეული მათგანი ძალიან, ძალიან მიყვარს.

Read Full Post »