მეც არ ვიცი რას ველოდები. ვზივარ და ვუცდი, თითქოს რაღაც ახლის მოლოდინშიც, თითქოს კარგის, ან უფრო ცუდის. ვუცდი რაღაცას ცრემლიანი ხალისით. ველოდები დიდი ხანია. თუმცა უშედეგოდ. დილიდან დაღამებამდე ვუცდი მზის ამოსვლას და უიღბლო–უშედეგო რომანტიკოსივით ვეღარ ვგრძნობ თვალებთან სისველეს.
ჩრდილია შეუმჩნეველი ყველგან. არადა ჩემიც არაა, რაღაც სხვაა. განსხვავებული. ზოგჯერ უაზროდ მინდა გაქრეს, გაუჩინარდეს, მიზეზი?–ხელს ვერ ვკიდებ, ვერ ვეხები… არადა არც ქრება…არადა მიყვარს…
რა სიბნელეა. ისეთი სიბნელეა თვალს მჭრის და წინ გზასაც ვერ ვხედავ. ვეღარ ვარჩევ სავალ ბილიკებს. თუმცა ერთადერთ იმედს, დღემდე რომ უაზროდ ვეპოტინები, არ ვივიწყებ და მისი მწამს. მწამს რომ არასოდეს მემატოვებს ის აჩრდილი მიუხედავად სიშორისა, მოსვენებას არ მომცემს მისი სიტყვებით :”sanam pexze dgoma shemedzleba gzis gakvalvashi gverdidan ar mogcildebi, sheidzleba bevrjer caiporxilo, an rames ucabedad camokra pexi, magram gjerodes, gcamdes rom dacemas, cakcevas ver egirsebi, amas me ar davushveb” … იმიტომ რომ :”Kargad shexede, ცხოვრების bogirs mtel sigrdzeze sakmaod mtkice da uckveti trosi gasdevs, chachide mas xeli… Ar gigalatebs…”
ხოდა ამიტომ არ მინდა გაქრეს აჩრდილი. ამიტომ არ მინდა ამ სიბნელეში გამოიდაროს. ამიტომ აღარ მინდა თვალების სისველეს ვგრძნობდე. მივეჩვიე სამივეს, თუმცა რაღაც ახლის მოლოდინში სული მეყინება და თან…
გამოიდარებს.. ოღონდ მე მაინც დაველოდები.. დაველოდები სიმწვანეს, სითბოს, სიყვარულს და სინაზეს. გავარდისფერებას აჩრდილთან… მანამდე კი ისევ მისი სიტყვები ეხეთქება ირგვლივ კედლებს…
“koveli nabijis gadadgmisas hkitxe shens tavs, ras getkvi me am nabijze…” ar ikneba tam uchemoba shens cxovrebashi”…
იქნებ უნდა მომეწყინა, მაგრამ თბილად გამეღიმა 🙂
შენი თავი ჩრდილმა მე ჩამაბარა, პატარავ. ალბათ ჩემსკენ ეძებდა შენთვის ნათელს. მე შენთვის სინათლე მინდა!
vaimeee, ra bednieri xar aseTi sityvebi rom giTxra. rac ar unda shors iyos , mxolod mag sityvebis dzalac ki geyofa, rom koveli cabordzikebis mere , ar daece da gayve cxovrebis gzas.