Feeds:
Posts
Comments

რატომღაც მომინდა რაღაცის წერა და გამომდინარე იქედან რომ არ ვიცი რა დავწერო, საერთოდ დავწერ იმას რა ფიქრებიც თავში მიტრიალებს ახლა….

მომენატრასავით ბლოგი და შემოვიხედე. არაფერია ახალი… ან რა იქნება მე თუ არ დავწერ? ეხლახანს შევიხედე ფორუმზე და სათაური მომეწონა, სადაც ერთ–ერთ თემაშია სიტყვა “ცარიელი”  გამოყენებული. ხოდა ახლაღა მივხვდი როგორც ვარ. ეს 1 თვეა დაახლოებით ვფიქრობ რატო ვარ ასე და ახლა მივხვდი, დავცარიელდი თურმე. არადა ახალი წელი, შობა, ნათლისღება… რა გინდა 1 თვეში მეტი ადამიანს? არადა მე მაინც ასე ვარ, აი ასე, რაღაც ცარიელი…

არაფერი არ ხდება ირგვლივ. ისევ სიცარიელე. ვწუწუნებ ხო? ხოდა ვჩუმდები, მორჩა. და დავწერ ახლა ბოლო–ბოლო რაღაც მაინც ხოა რაც მახარებს? ხოდა პირველად ცხოვრებაში, სარკეში ჩახედვისას რაღაც მიხარია და ეს რაღაც ჩემი თვალის ფერია. ხო, სათაურშიც დავწერე რაღაც უცნაური სიტყვა და ეს არავის მოუგონია მგონი სხვას 🙂 აშკარად მე გამოვიყენე პირველად 😉 ხოდა, სათვალე გადავაგდე. რაც მართლა ძალიან მახარებს და გავმწვანთვალისფერდი. ჩემს მეგობარ ბლოგში ახალი წლის საჩუქრების ჩამონათვალი იყო Taboo–ს მიერ დაწერილი, მაგრამ ჩემი საახალწლო საჩუქარი ვერსად ვიპოვე 😉 მე მწვანე ფერის კონტაქტური ლინზა მივიღე საჩუქრად და ეს მახარებს. ერთფეროვნებაში მწვანე ფერი შევიდა და… მეც გავმწვანთვალისფერდი 😉



ვისაც ჩემი ბუნებრივი თვალის ფერი ახსოვს, როგორია? 🙂



P.S: რაღაც არეული ბლოგია, მარა მთავარია ახალია 😉

აღარ მინდა ჩემი მკითხველი დავამძიმო ჩემი პოსტებით და ვეცდები ცოტათი გაგამხიარულოთ 🙂

მოკლედ, გერმანიაში ყოფნამ გაამართლა იმ კუთხით, რომ ძალიან საყვარელი ადამიანები შემძინა ცივმა Deutschland- მა. საუკეთესო წლები გავატარე იქ და დღეს სასიამოვნოდ რომ მახსენდება თითოეული დღე, ამ გოგონების დამსახურებაა…

nincho, me, tea da nancho

დავიწყებ ჯერ იმით, რომ ჩემი ეგოიზმი ყველაზე ნათლად ნინის გერმანიაში წაყვანამ გამოავლინა. ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, არ მახსოვს როდის და როგორ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და გერმანიაში მის გარეშე ყოფნა გამიჭირდა. და ყველაზე ბედნიერი ვიყავი 2006 წლის 14 იანვარს, ფრანკფურტის აეროპორტში დიდ სიხარულს რომ ვერ ვმალავდი და სიხარულისგან ვკიოდით 🙂 თუმცა მანამდე იყო ნანჩო, თეა, ნონა (ჯერ ისევ იქაა და ყველას გვენატრება)… დღეს მე და თეა დავდივართ ხან ნანასთან, ხან ნინისთან და ვცდილობთ გამოცდილება მივიღოთ, რომ მომავალი დედობისთვის სათანადოდ მოვემზადოთ 🙂 თუმცა მაღვალაკობისთვის და ანცობისთვის დროს მე და თეა ყოველთვის ვნახულობთ 🙂 ამას სურათებითაც მიხვდებით.

როგორ ვუკბინეეეე
მიყვარს რბილი ხორციიიი

მოკლედ, რაღაც სხვა თემა მინდა თვალში მოხვდეს მკითხველს ბლოგზე შესვლისას და ვეცდები ოდნავი ღიმილი მაინც მოგანიჭოთ 🙂

ამ სურათებში ნინის მეორე ვაჟკაცია, სანდრიკა. პირველი ჩემი ნათლულია. ჩემი აკუნა, ჩემი სიცოცხლე და მე და ნინის ოცნების ასრულება…

მიყვარხარ ნი...

მოკლედ, ერთ დღესაც გადავწყვიტეთ მე, ნინიმ და თეამ ნანჩოს პატარა ვაჟკაცი, ჩემი პროფესორა მოგვენახულებინა. უკვე 2 თვის პატარა ნინის პატარა სანდრიკაზე მაღალია 😉 აჰა სურათიც 😉
პროფესორა და გიორგუნა
აბა რომელია სანდრიკა და რომელი პატარა გიორგუნა?
me, nancho da patara giorgiესეც მე, ნანჩო და პატარა გიორგუნა, პატარა პროფესორა 🙂

თავიდან ძლივს მიგნებულ მისამართს შედარებით იოლად მივაგენით და დაიმედებულებმა მეექვსე სართულზეც ავაჭერით უკითხავად 🙂 კარებზეც სავარაუდოდ რომ გამოვთვალეთ ის იყო რომელ ნომერსაც ვეძებდით, დავაკაკუნეთ და კარი შუა ხნის ასაკის ქალმა გაგვიღო და შუქის აუნთებლად და სახეების დაუფიქსირებლად შეგვიპატიჟა სახლში. თეა პირველი შევიდა, მიყვა ნინი და ამ დროს ნანას ხსენებაც არაა, ჩემს დას გონება გაუნათდა და იხუმრა, ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდებით მგონი, იკითხეთ სად მიდიხართო. ეს ქალი კიდე ისე თბილად გვეპატიჟებოდა, მოგვერიდა უარის თქმა. ბოლოს ნანა რომ ვიკითხე, ამ ქალმა არავინაა ასეთიო და ჩვენმა სიცილმა აიკლო ყველაფერი. დაახლოებით 2 საათი გვეყო სასაცილოდ ეს თემა.

მერე იყო ბევრი სითბო და სიყვარული. მონატრება და ერთად ყოფნით დატკბობა. მე ბევრს ვერ დავწერ მათზე. ერთადერთი იმის თქმა შემიძლია რომ თითოეული მათგანი ძალიან, ძალიან მიყვარს.

გილოცავ…

2007 წელი.

25 ოქტომბერი.

23:45.

ხელში ყურმილს ვიღებ და ვურეკავ. სახლშია მაგრამ ეძინება… ვინ დააძინებს? სამსახურიდან გადაღლილი მოვიდა და არც კი ახსოვს უცებ რატომ შიძლება ვურეკავდე. 15 წუთი რომ გავიდა : ძამი, გილოცავ მეთქი და გაეცინა, –აი ახლა დავამტკიცე რომ უზომოდ დიდი ეგოსტი მყევხარო, ტელეფონი სპეციალურად დააკავე რომ არავის მოესწრო მილოცვაო და მითხრა, თვალები ამიწყლიანდაო… გაეხარდა…

ახლაც ისევ იგივე შეგრძნება მაქვს, რაც 2 წლის წინ. რატომ უნდა დამასწროს სხვამ? ამ დროსაც ეგოიზმის ბოლო სტადიას ვიჩენ, როგორც ყოველთვის მის მიმართევაში… როგორ მინდა მე მოგილოცო პირველმა…

უბრალოდ შარშანწინ გადაღებული სურათებით შემიძლია გავაგრძელო საუბარი… სხვა არაფერი შემიძლია.

2008 წლის 25 ოქტომბერი.ეს სურათი 2007 წელს გადავიღეთ. მაშინდელი sms მინდა აქვე დავწერო… წინასწარ ვიტყვი იმას, რომ მაშინ რაღაც მიზეზის გამო, სოსოსთან დიდი ხნით დარჩენა არ შემეძლო ამ დღეს. მაგრამ ყველაფერი გადავდე და მის გვერდით ბოლომდე ვიყავი მაინც. სახლში მიცილებისას გადამეხვია და მითხრა, მოგწერ იმას, რასაც ვერ გეტყვიო და მივიღე ეს sms:

“didi madloba rom dges chemtan ikavi tam. me minda bevr chem dab.dges daescro, me tu ver davescrebi, shen mainc minda iko didi xani. mikvarxar dai. tkbili dzili.”

თითქოს გული უგრძნობდაო….

ბასკუს სამადლობელიაქ სამადლობელს იხდის ჩემი ბასკუნია. თან ყველას გვეუბნება, თქვენც გილოცავთ ჩემს დაბაბდების დღეს და დაესწარით მრავალსო…

პირველად ვცეკვავთ ერთად დალია და ბოლო–ბოლო დამთანხმდა ცეკვაზე 🙂 არადა თავიდანვე გამაფრთხილა არც კი გაიფიქრო რომ ვიცეკვოო 🙂 ბოლოს ისე იყო, მუსიკას თითონ უკვეთავდა, “ცეკვის მუღამზე” მოვედიო…

შეგისუნთქავ ბასკუნია...ძალიან მიყვარს ეს სურათი…

P.S: დღევანდელ დღეს ძალიან არ მინდ(ოდ)ა ტირილი… არ მინდა ცრემლი წამომივიდეს. მაგრამ… უი, რამდენიმე კურცხალი მაინც დაეცა კლავიატურას… მენატრები ბასკუნია… მენატრები ჩემო ყველავ… და გილოცავ ბასკუნია დაბადების დღეს… გენაცვალე ჩემო უსაყვარლესო…

მტკივხარ …

“დაორთქლილ მინაზე ვკითხულობ ახლა შენს სახელს: SOS!ooo… ველოდები როდის გაიღვიძებ რომ შენს მწვანე თვალებს შევხედო და გულში ხმამაღლა ვიზეიმო, ვაჯობეთ სიკვდილს… თუმცა ნაკლებად მჯერავს რომ დღეს ამას ვიტყვი. დღეს საოცრად შეცვლილი მეჩვენები. ოთახშიც თითქოს ვერ ვჩერდები. კედლებს ეხეთქება უშენობით გამოწვეული საზარელი ხმაური. სიჩუმეს შენი ოხვრა არღვევს… მეც შემთვევით ვსარგებლობ და შუბლზე ხელს გადებ, იქნებ ასე მაინც გაგაღვიძო… ძილს თავს პირველადაა რომ ვერ ართმევ და არ ფხიზლდები… მეშინია და ამას ვეღავ ვმალავ… უკვე ვგრძნობ რომ მენატრები… რომ ძალიან მომენატრები… რომ ამტკივდები ბასკუნია…”

ეს ყველაფერი იყო 2008 წლის 29 სექტემბერს, საღამოს, როცა უკვე მარტო დავრჩი საკუთარ თავთან და კისერში მოწოლილ ცრემლს ვერ ვიკავებდი. სოსოს სული სიკვდილს უშედეგოდ ებრძოდა. თუმცა მაშინაც არ დამიკარგავს ძალა და ღონე, რამე მომემოქმედებინა რომ გადამერჩინა.

28-ში მთელი ღამე წვიმდა… გამთენიისხანს გამოიდარა და გაეღიმა, “ეს ბოლო განთიადია ალბათ, ეს ბოლოა ალბათ და ბოლოჯერ უნდა გითხრა : დილა მშვიდობისა, თამ”… თითქოს ვიღაცამ სხეული დამიშანთა, მათრახი გადამიჭირეს ზურგზე და ამტკივდა სხეული, სული… მიკვირს დღემდე, როგორ გავბედე და მომაკვდავს გულში როგორ ჩავეკარი მიუსაფარი ბავშვივით და როგორ ავტირდი. თუმცა მერე ამ მოქმედებაზეც მადლობა მივიღე. მე ვერ გადავდგავდი ამ ნაბიჯს და მადლობა ცრემლებიდან რომ გამათავისუფლეო…

ჩვენ მთელი დღე ვებრძოდით ამ საშინელ სენს და სადღაც გულის სიღმეში ვგრძნობდი, ეს იყო ბოლო ბრძოლა, უშედეგო, რომელსაც სოსო ვერ მოიგებდა…

29 სექტემბერი… აუტანელი ტკივილების მთელი კასკადი. ბოდვა, სიცივე და შიში ერთმანეთში ირევა და რაღაც მახრჩობს… ვხვდები ერთადერთს, განუმეორებელს და უჩვეულოდ კარგს ვემშივიდობები… ეს ის საღამო და ღამეა, რასაც ასე უაზროდ გავურბოდი, თუმცა არ მინდოდა უჩემოდ დამდგარიყო (ეგოიზმის უაზროდ ქრონიკული ფორმა). სოსოს ხელი მიჭირავს და ვათბობ, ან ვცდილობ გავათბო. “უფალო შემიწყალენ” – ძლივს გავარჩიე ბაგეების მოძრაობიდან რა თქვა. ცრემლებს ვიკავებ როგორც შემიძლია.

04:00 … მძიმე მაგრამ ბედნიერი წუთები… ჩვენი ჩვეული დიალოგი და ბევრი სითბო…

-მიყვარხარ…

-მეც მიყვარხარ სოს…

-მე უფრო მიყვარხარ…

-მე ძაან უფრო სოს…

…10 წუთის შემდეგ ბალიშზე თავს ვდებ, იქნებ აზრზე მოვიდე, იქნებ შევიგნო რა მოხდება მალე… იქნებ გონება იმისთვის მოვამზადო რომ ამ წუთებს შევხვდე… თვალდახუჭული წარმოვიდგენ როგორ გაქრება ჩემი ცხოვრებიდან სანუკვარი… 5 წუთიც არ გასულა და მესმის გოგას საზარელი ხმა: მიშველე თამ!.. და წამის მეასედებში თვალწინ გამიელვა მთელმა ცხოვრებამ.. ჩუმად ვეძახი: სოს… მერე ხმას ვუმატებ და ბოლოს ვკივი…

-სოს…

და მან პირველად არ გამცა პასუხი… ჩვენ სამუდამოდ დაგვაშორა სიკვდილმა…

უცებ ვერ გავიგე რატომ აინთო სახლში ყველა ნათურა. რატომ მოგროვდა ამდენი ხალხი ერთად… მე კიდე მერჩია ყველა გადაქცეულიყო მიცვალებულად, ყველა მომკვდარიყო და ის ერთი ყოფილიყო ცოცხალი… რამდენიმე წუთის შემდეგ ბევრ ხალხში 2 ყველაზე თბილი, შეშინებული (?!) და არეული სახე შემეფეთა… ჩემს წინ იდგა 2 განუყრელი მეგობარი, სამაგალითოდ კარგი ადამიანები რომლებიც ოდნავ შესამჩნევი ცრემლიანი თვალებით უყურებდნენ მესამე მეგობრის უსიცოცხლო ცივ სხეულს, ღიად დარჩენილ მწვანე თვალებს…

არანირი და ვერანაირი სიტყვა ვერ აღწერს რა იყო 29 სექტემბერი… რა გადავიტანეთ მაშინ ყველამ ერთად და რა იყო ეს ღამე ჩემთვის… 1 წელი გავიდა ამ ყველაფრის შემდეგ. ზოგჯერ ვფიქრობ, ერთი ამოსუნთქვასავით იყო ეს 1 წელითქო, არადა არა. ისე გაიწელა ეს წელი, 50 წელი მომემატა და დავბერდი თითქოს. სიცოცხლის ხალისიც გაქრა მაშინ. სოსომ ერთიანად წაიღო ის, რაც ჩემში იყო, ის რაც ჩემი იყო ოდესღაც, ღიმილი, სიხარული, სიცილი და ბედნიერება… დღეს მე მისი ცივი სხეულიც კი მენატრება…

მეზიზღება ეს დღე. ეს რიცხვი და შემოდგომაც მეზიზღება მის გარეშე…

და ახლა, ისევ შუა ღამეს, დაორთქლილ მინაზე ვკითხულობ მის სახელს…

SOS!ooo…

mletashi...

My Favourite Shadow…

მეც არ ვიცი რას ველოდები. ვზივარ და ვუცდი, თითქოს რაღაც ახლის მოლოდინშიც, თითქოს კარგის, ან უფრო ცუდის. ვუცდი რაღაცას ცრემლიანი ხალისით. ველოდები დიდი ხანია. თუმცა უშედეგოდ. დილიდან დაღამებამდე ვუცდი მზის ამოსვლას და უიღბლო–უშედეგო რომანტიკოსივით ვეღარ ვგრძნობ თვალებთან სისველეს.

ჩრდილია შეუმჩნეველი ყველგან. არადა ჩემიც არაა, რაღაც სხვაა. განსხვავებული. ზოგჯერ უაზროდ მინდა გაქრეს, გაუჩინარდეს, მიზეზი?–ხელს ვერ ვკიდებ, ვერ ვეხები… არადა არც ქრება…არადა მიყვარს…

რა სიბნელეა. ისეთი სიბნელეა თვალს მჭრის და წინ გზასაც ვერ ვხედავ. ვეღარ ვარჩევ სავალ ბილიკებს. თუმცა ერთადერთ იმედს, დღემდე რომ უაზროდ ვეპოტინები, არ ვივიწყებ და მისი მწამს. მწამს რომ არასოდეს მემატოვებს ის აჩრდილი მიუხედავად სიშორისა, მოსვენებას არ მომცემს მისი სიტყვებით :”sanam pexze dgoma shemedzleba gzis gakvalvashi gverdidan ar mogcildebi, sheidzleba bevrjer caiporxilo, an rames ucabedad camokra pexi, magram gjerodes, gcamdes rom dacemas, cakcevas ver egirsebi, amas me ar davushveb” … იმიტომ რომ  :”Kargad shexede, ცხოვრების bogirs mtel sigrdzeze sakmaod mtkice da uckveti trosi gasdevs, chachide mas xeli… Ar gigalatebs…”

ხოდა ამიტომ არ მინდა გაქრეს აჩრდილი. ამიტომ არ მინდა ამ სიბნელეში გამოიდაროს. ამიტომ აღარ მინდა თვალების სისველეს ვგრძნობდე. მივეჩვიე სამივეს, თუმცა რაღაც ახლის მოლოდინში სული მეყინება და თან…

გამოიდარებს.. ოღონდ მე მაინც დაველოდები.. დაველოდები სიმწვანეს, სითბოს, სიყვარულს და სინაზეს. გავარდისფერებას აჩრდილთან… მანამდე კი ისევ მისი სიტყვები ეხეთქება ირგვლივ კედლებს…

“koveli nabijis gadadgmisas hkitxe shens tavs, ras getkvi me am nabijze…” ar ikneba tam uchemoba shens cxovrebashi”…

წვიმს…

წვიმს…
დილა პირს იბანს ოქროსფერ სხივებში.
წვიმს…
რუხი სამოსი მოუსხამს დღე-ცისფერს…
წვიმს…
ჩემი ფანჯრის ქვეშ ჩიტი მობუზული,
შენს თავს მახსნებს და
სევდიან შენს ფიქრებს…

…მე — წვიმის წვეთებად
გეღვრები სახეზე,
გისველებ ცივ ტუჩებს,
რომელიც არ მწყალობს…
მინდა, მე ვიყო შენი ღიმილი
და ვარდისფერი შენი სამყარო…

ნაცრისფერ ნისლის დროს ღრუბელში ვიცხოვრებ,
გინატრებ თოვლად, გინატრებ ზამთრად…
რომ შემავსო და მერე გავწვიმდე…
მოვიდე მიწაზე წვეთებად, მალვად…
და თუ კი როდემსე შენც მოგენტრები
დადექი სადმე ცის ქვეშ, მშვიდად…
დამიძახე და თვალები დახუჭე
უმალ იქ გავჩნდები
ისევე წვიმად…

Hallo Everybody!

Mogesalmebit kvelas, vinc axla am blogze xart 🙂