Feeds:
Posts
Comments

Archive for the ‘SOS!ooo’ Category

3 წელია უკვე..

3 წლის წინ ამ დღეს ჯერ კიდევ ჩემთან, ჯერ კიდევ ცოცხალი და ჯერ კიდევ ფერადი იყავი…….

დღეს მეტკინე. მეტკინე თავიდან ბოლომდე… ჩემივე ტკივილით გავიზარდე და ცრემლიც ვერ დავღვარე. დღეს შეგეჩეხე.. დღეს პირველად ყურებში შენი ხმა გავიგონე… მოულოდნელი და თბილი, გამორჩეული სიმკაცრით სავსე და მოსიყვარულე ხმა გავიგონე და მერე უცებ გამიჩუმდი… ამეტირა და თვალთან მომდგარი ცრემლი თვალშივე ჩავიბრუნე….

დამაკლდი….. დრო გადის და ნელა ნელა ვეგუები უშენობასთქო ვამბობ, თუმცა ძნელია ამდენი რამის მერე ვთქვა რომ დამავიწყდი.. ან კი როგორ, გათენებიდან დაღამებამდე მხოლოდ შენი ნივთებია ირგვლივ და როგორ დამავიწყდები რომც მინდოდეს?
მეც არ ვიცი რას ვწერ. მომინდა უბრალოდ მეთქვა სათქმელი.. რატო რვეულში არ ავკრიბე? გადავეჩვიე გწერო. გადავეჩვიო შენზე დაღვრილი ემოცია ფურცელზე გადავიტანო. მე მხოლოდ შენ გესაუბრო მინდა. ადრე ნათქვამს ვიხსენებ, რამდენჯერაც დაწერ რომ გენატრები და გიყვარვარ, გვერდით მდგომი ჩემი სული იმდენჯერ გიპასუხებს, მე, მე უფროო… ხოდა ამიტომ ვწერ… აჰა, წაიკითხე და მიდი, მიპასუხე რომ შენ, შენ უფრო გენატრები.. არადა არაა ასე….. მე ვერ გხედავ, ვერ გეხები, ვერ გისმენ….

მენატრები.. შენი უძირო და ნაზი, თბილი და მაინც მკაცრი, მოსიყვარულე და ალერსიანი მწვანე თვალები მომენატრა…. მოვიდოდი და ჩაგეკრობოდი გულში.. რამდენია სათქმელი……. ვიტირებდი ახლა. არ გავაბრუნებდი უკან ცრემლს და მივიღებდით ერთად, როგორც მე და შენ გვჩვევია… აბა მიდი, გაჩნდი ჩემთან, მე ხომ ახლა ძალიან, ძალიან მჭირდბი….. 😦

მენატრები სოს…

Read Full Post »

2 წელი….

დრომ ნელა ნელა ჩემთან ერთად სიარული ისწავლა…. მოგონებები გულს აღარ ამძიმებს, იმიტომ რომ დროის გასვლასთან ერთად ბოლო სტადიამდე დამძიმდა გული.. უკვე აღარაა უჩვეულო ცრემლის შეკავებაც.. მე ხო ის ისედაც დამიშრა?!. დრო ყველაფრის მკურნალიაო, მესმოდა ყველასგან და ველოდებოდი როდის გავიდოდა დრო. არადა მგონია რომ ნაბიჯებით ჩამომრჩა და გავუსწარი. წლებიც ამიტომ მომმატებია ახლა ვხვდები. დროს გავუსწარი. დავბერდი თითქოს.. ყველაზე ბევრი ტკივილი მივიღე ამ 2 წლის განმავლობაში  რაც კი ცხოვრებაში უნდა მიმეღო ოდესმე… დრომ გაახუნა ჩემი მზეც.. დრომ მიმაჩვია ცრემლის მალვას და ტკივილს, რომელიც გულს აღარ აწუხებს. არ დამრჩენია და ალბათ ამიტომაც. დრომ არაფერი განკურნა. პირიქით, იქამდე გააღრმავა ჩემი იარა რომ აღარ მტკივა.. მიმაჩვია ტკივილს… მეზიზღება დრო……..

ზუსტად 2 წლის წინ  ვიჯექი საწოლთან იატაკზე. ვუყურებდი ჩემს წინ მშფოთავ, დაუმშვიდებელ და ტკვილისგან თითქოსდა დამახინჯებულ შენს მწვანე თვალებს და გულში ვიმეორებდი, ღმერთო არ მიგვატოვო… 2 წლის წინ… ახლაც მესმის შენი ხმა, შენი მშვიდი, მიუხედავად ტკივილისა მაინც მშვიდი ხმა, რომელიც იმეორებდა იგივეს, რასაც მე, ოღონდ ხმამაღლა. 2 წლის წინ გავიგე რა იყო შიში და ლოდინი ხვალინდელი დღის.. 2 წლის წინ დავიწყე თამაში, რომელიც მთელი ცხოვრება გასტანს. თამაში, რომელიც ზოგჯერ ისე მღლის რომ მეშინია, საკუთარ ცრემლში არ დავიხრჩო…. ამ დღიდან მოვირგე ნიღაბი ღიმილიანი, მუდამ კარგ ხასიათზე მყოფი ადამიანის, სხვები რომ ვერ შეამჩნევდნენ ვერასოდეს სევდას და ნაღველს.. ან რა საჭირო იყო?….

ცოტა არეული ნაწერი გამომდის.. ალბათ იმიტომ რომ მარტო ვარ. დღეს ყველაზე მეტად არ მინდოდა მარტო ყოფნა. დღეს ყველაზე მეტად მინდა ვტიროდე….

ძველი რვეულის ფურცელზე ვკითხულობ: „სოსოს ძინავს. მე ვზივარ აქვე იატაკზე და ვუცდი როდის დამიძახებს ზაზა (ექიმია) რომ გავიდე და ანალიზების პასუხი გავიგო. ოხ, როგორ არ მინდა გაკეთდეს ოპერაცია. რატომ მიგრძნობს გული ცუდს? მეშინია…“

Read Full Post »

გილოცავ…

2007 წელი.

25 ოქტომბერი.

23:45.

ხელში ყურმილს ვიღებ და ვურეკავ. სახლშია მაგრამ ეძინება… ვინ დააძინებს? სამსახურიდან გადაღლილი მოვიდა და არც კი ახსოვს უცებ რატომ შიძლება ვურეკავდე. 15 წუთი რომ გავიდა : ძამი, გილოცავ მეთქი და გაეცინა, –აი ახლა დავამტკიცე რომ უზომოდ დიდი ეგოსტი მყევხარო, ტელეფონი სპეციალურად დააკავე რომ არავის მოესწრო მილოცვაო და მითხრა, თვალები ამიწყლიანდაო… გაეხარდა…

ახლაც ისევ იგივე შეგრძნება მაქვს, რაც 2 წლის წინ. რატომ უნდა დამასწროს სხვამ? ამ დროსაც ეგოიზმის ბოლო სტადიას ვიჩენ, როგორც ყოველთვის მის მიმართევაში… როგორ მინდა მე მოგილოცო პირველმა…

უბრალოდ შარშანწინ გადაღებული სურათებით შემიძლია გავაგრძელო საუბარი… სხვა არაფერი შემიძლია.

2008 წლის 25 ოქტომბერი.ეს სურათი 2007 წელს გადავიღეთ. მაშინდელი sms მინდა აქვე დავწერო… წინასწარ ვიტყვი იმას, რომ მაშინ რაღაც მიზეზის გამო, სოსოსთან დიდი ხნით დარჩენა არ შემეძლო ამ დღეს. მაგრამ ყველაფერი გადავდე და მის გვერდით ბოლომდე ვიყავი მაინც. სახლში მიცილებისას გადამეხვია და მითხრა, მოგწერ იმას, რასაც ვერ გეტყვიო და მივიღე ეს sms:

“didi madloba rom dges chemtan ikavi tam. me minda bevr chem dab.dges daescro, me tu ver davescrebi, shen mainc minda iko didi xani. mikvarxar dai. tkbili dzili.”

თითქოს გული უგრძნობდაო….

ბასკუს სამადლობელიაქ სამადლობელს იხდის ჩემი ბასკუნია. თან ყველას გვეუბნება, თქვენც გილოცავთ ჩემს დაბაბდების დღეს და დაესწარით მრავალსო…

პირველად ვცეკვავთ ერთად დალია და ბოლო–ბოლო დამთანხმდა ცეკვაზე 🙂 არადა თავიდანვე გამაფრთხილა არც კი გაიფიქრო რომ ვიცეკვოო 🙂 ბოლოს ისე იყო, მუსიკას თითონ უკვეთავდა, “ცეკვის მუღამზე” მოვედიო…

შეგისუნთქავ ბასკუნია...ძალიან მიყვარს ეს სურათი…

P.S: დღევანდელ დღეს ძალიან არ მინდ(ოდ)ა ტირილი… არ მინდა ცრემლი წამომივიდეს. მაგრამ… უი, რამდენიმე კურცხალი მაინც დაეცა კლავიატურას… მენატრები ბასკუნია… მენატრები ჩემო ყველავ… და გილოცავ ბასკუნია დაბადების დღეს… გენაცვალე ჩემო უსაყვარლესო…

Read Full Post »

მტკივხარ …

“დაორთქლილ მინაზე ვკითხულობ ახლა შენს სახელს: SOS!ooo… ველოდები როდის გაიღვიძებ რომ შენს მწვანე თვალებს შევხედო და გულში ხმამაღლა ვიზეიმო, ვაჯობეთ სიკვდილს… თუმცა ნაკლებად მჯერავს რომ დღეს ამას ვიტყვი. დღეს საოცრად შეცვლილი მეჩვენები. ოთახშიც თითქოს ვერ ვჩერდები. კედლებს ეხეთქება უშენობით გამოწვეული საზარელი ხმაური. სიჩუმეს შენი ოხვრა არღვევს… მეც შემთვევით ვსარგებლობ და შუბლზე ხელს გადებ, იქნებ ასე მაინც გაგაღვიძო… ძილს თავს პირველადაა რომ ვერ ართმევ და არ ფხიზლდები… მეშინია და ამას ვეღავ ვმალავ… უკვე ვგრძნობ რომ მენატრები… რომ ძალიან მომენატრები… რომ ამტკივდები ბასკუნია…”

ეს ყველაფერი იყო 2008 წლის 29 სექტემბერს, საღამოს, როცა უკვე მარტო დავრჩი საკუთარ თავთან და კისერში მოწოლილ ცრემლს ვერ ვიკავებდი. სოსოს სული სიკვდილს უშედეგოდ ებრძოდა. თუმცა მაშინაც არ დამიკარგავს ძალა და ღონე, რამე მომემოქმედებინა რომ გადამერჩინა.

28-ში მთელი ღამე წვიმდა… გამთენიისხანს გამოიდარა და გაეღიმა, “ეს ბოლო განთიადია ალბათ, ეს ბოლოა ალბათ და ბოლოჯერ უნდა გითხრა : დილა მშვიდობისა, თამ”… თითქოს ვიღაცამ სხეული დამიშანთა, მათრახი გადამიჭირეს ზურგზე და ამტკივდა სხეული, სული… მიკვირს დღემდე, როგორ გავბედე და მომაკვდავს გულში როგორ ჩავეკარი მიუსაფარი ბავშვივით და როგორ ავტირდი. თუმცა მერე ამ მოქმედებაზეც მადლობა მივიღე. მე ვერ გადავდგავდი ამ ნაბიჯს და მადლობა ცრემლებიდან რომ გამათავისუფლეო…

ჩვენ მთელი დღე ვებრძოდით ამ საშინელ სენს და სადღაც გულის სიღმეში ვგრძნობდი, ეს იყო ბოლო ბრძოლა, უშედეგო, რომელსაც სოსო ვერ მოიგებდა…

29 სექტემბერი… აუტანელი ტკივილების მთელი კასკადი. ბოდვა, სიცივე და შიში ერთმანეთში ირევა და რაღაც მახრჩობს… ვხვდები ერთადერთს, განუმეორებელს და უჩვეულოდ კარგს ვემშივიდობები… ეს ის საღამო და ღამეა, რასაც ასე უაზროდ გავურბოდი, თუმცა არ მინდოდა უჩემოდ დამდგარიყო (ეგოიზმის უაზროდ ქრონიკული ფორმა). სოსოს ხელი მიჭირავს და ვათბობ, ან ვცდილობ გავათბო. “უფალო შემიწყალენ” – ძლივს გავარჩიე ბაგეების მოძრაობიდან რა თქვა. ცრემლებს ვიკავებ როგორც შემიძლია.

04:00 … მძიმე მაგრამ ბედნიერი წუთები… ჩვენი ჩვეული დიალოგი და ბევრი სითბო…

-მიყვარხარ…

-მეც მიყვარხარ სოს…

-მე უფრო მიყვარხარ…

-მე ძაან უფრო სოს…

…10 წუთის შემდეგ ბალიშზე თავს ვდებ, იქნებ აზრზე მოვიდე, იქნებ შევიგნო რა მოხდება მალე… იქნებ გონება იმისთვის მოვამზადო რომ ამ წუთებს შევხვდე… თვალდახუჭული წარმოვიდგენ როგორ გაქრება ჩემი ცხოვრებიდან სანუკვარი… 5 წუთიც არ გასულა და მესმის გოგას საზარელი ხმა: მიშველე თამ!.. და წამის მეასედებში თვალწინ გამიელვა მთელმა ცხოვრებამ.. ჩუმად ვეძახი: სოს… მერე ხმას ვუმატებ და ბოლოს ვკივი…

-სოს…

და მან პირველად არ გამცა პასუხი… ჩვენ სამუდამოდ დაგვაშორა სიკვდილმა…

უცებ ვერ გავიგე რატომ აინთო სახლში ყველა ნათურა. რატომ მოგროვდა ამდენი ხალხი ერთად… მე კიდე მერჩია ყველა გადაქცეულიყო მიცვალებულად, ყველა მომკვდარიყო და ის ერთი ყოფილიყო ცოცხალი… რამდენიმე წუთის შემდეგ ბევრ ხალხში 2 ყველაზე თბილი, შეშინებული (?!) და არეული სახე შემეფეთა… ჩემს წინ იდგა 2 განუყრელი მეგობარი, სამაგალითოდ კარგი ადამიანები რომლებიც ოდნავ შესამჩნევი ცრემლიანი თვალებით უყურებდნენ მესამე მეგობრის უსიცოცხლო ცივ სხეულს, ღიად დარჩენილ მწვანე თვალებს…

არანირი და ვერანაირი სიტყვა ვერ აღწერს რა იყო 29 სექტემბერი… რა გადავიტანეთ მაშინ ყველამ ერთად და რა იყო ეს ღამე ჩემთვის… 1 წელი გავიდა ამ ყველაფრის შემდეგ. ზოგჯერ ვფიქრობ, ერთი ამოსუნთქვასავით იყო ეს 1 წელითქო, არადა არა. ისე გაიწელა ეს წელი, 50 წელი მომემატა და დავბერდი თითქოს. სიცოცხლის ხალისიც გაქრა მაშინ. სოსომ ერთიანად წაიღო ის, რაც ჩემში იყო, ის რაც ჩემი იყო ოდესღაც, ღიმილი, სიხარული, სიცილი და ბედნიერება… დღეს მე მისი ცივი სხეულიც კი მენატრება…

მეზიზღება ეს დღე. ეს რიცხვი და შემოდგომაც მეზიზღება მის გარეშე…

და ახლა, ისევ შუა ღამეს, დაორთქლილ მინაზე ვკითხულობ მის სახელს…

SOS!ooo…

mletashi...

Read Full Post »